მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და ჩვენს გერმანელ კოლეგებს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.
„ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და ჩვენს გერმანელ კოლეგებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია. მსგავსი ფორმით დიპლომატების მიზანში ამოღება არა მხოლოდ ურთიერთპატივისცემას უთხრის ძირს, არამედ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში აქცევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.
