ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე – ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო

ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო , – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიეტუვისა და ს საგარეო საქმეთა მინისტრების მსგავსად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და არ გაათავისუფლეს.
„ჩვენ ეს არ გვითქვამს, მსგავს რამეზე არ შევთანხმებულვართ. არ ვიცი, რა თქვა მან, მე ვერ განვსჯი იმას, თუ რა თქვა მან ქართულად. არა, ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო და რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ნათელია, რომ თუ საქართველოს მეგობრები ჰყავს, ეს ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებია. ასე, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოს უფრო მეტად მხარს უჭერს და ჩვენ ეს ძალიან ნათლად აღვნიშნეთ“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.
ცნობისთვის, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: “ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, როცა არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავაწესეთ სანქციები, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით