ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუაშვილს ტყუილში ამხელს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაია ბრაჟე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ტყუილში ამხელს – ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე სა და “ოცნების” ურთიერთობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გაჟღერებულა.
“ჩვენ არ გვითქვამს, რომ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნება” მართალია სააკაშვილთან დაკავშირებით” – დასძენს ბრაჟე და ფაქტს სიცრუეს უწოდებს.
ევროპელი პოლიტიკოსი ღიად აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა იმ კონკრეტულ სანქციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, ივანიშვილს გუნდს დაუწესონ.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარდაჭერა აღვუთქვით საქართველოს ამ პროცესში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები შეშფოთებას იწვევს საქართველოს გზაზე ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ღიად ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით. საერთო შეხედულება შეიძლება, შეიცვალოს კანონის უკან გაწვევის შემთხვევაში, პრეზიდენტიც მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას კანონთან დაკავშირებით. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა ამ კანონს. ევროკავშირი არ არის მხოლოდ პოლიტიკა, აქ ტექნიკური საკითხებიცაა. უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, რადგან ქვეყანამ წინსვლა შეძლოს. ჩვენ ეგ არ გვითქვამს, სრული სიცრუეა. ჩვენ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნება” მართალია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ან რაიმე სანქციებთან დაკავშირებით. ამ კონკრეტული კანონით საქართველოს პოზიცია ცხადი ხდება, თუმცა საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ თუ ჰყავს მეგობრები ისინი არიან დასავლეთში, არ არსებობს ქვეყანა რომელიც საქართველოს ჩვენზე მეტად უჭერს მხარს, ეს იცოდეთ”, – ამბობს ბრაჟე.
„ტვპირველი“

ასევე დაგაინტერესებთ