ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა

ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა.
კრიშიანის კარინში რამდენიმე დღის წინ, ომისთვის მზადების შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ბელარუსმა, როგორც ჩანს, უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა. ლუკაშენკომ, როგორც ჩანს, მოსკოვს ქვეყანა მთლიანად გადასცა. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სამწუხაროდ, დამოუკიდებელ ბელარუსს ვეღარ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ბელარუსს, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს.
ამიტომ, რიტორიკა, რომელიც მინსკიდან მოდის, ჩემი აზრით, არის რიტორიკა, რომელიც წყალს ამღვრევს“, – აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა – ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი

კალაძე: არასრულწლოვანება არ ამართლებს ძალადობას – არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს – გააპროტესტე მშვიდობიანად, ვინ გიშლის