ლატვიის პრეზიდენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს.
„საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას და ყოველთვის დაუჭერს კიდეც. ჩემი სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას პატივი უნდა სცეს [ხელისუფლებამ]“, – წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს