ლატვიის პრეზიდენტი – პუტინმა ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოუწოდა მათ, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს

პუტინმა ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოუწოდა მათ, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
„ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა, დამალოს ყველა ის სისასტიკე, რასაც ს ფედერაცია ში სჩადის, ეს პირდაპირი მუქარაც კი არ იყო, ეს იყო ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოწოდების მცდელობა მათთვის, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს და ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობს”, – განაცხადა რინკევიჩსმა.
ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლოს დროს გახშირდა რუსეთის მცდელობები, გახლიჩოს არა მხოლოდ ლატვიის, არამედ დასავლური საზოგადოებაც, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეირყეს.
შეგახსენებთ, პუტინი ლატვიას დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ რიგა რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ მიმდინარე პოლიტიკას გააგრძელებს, მაშინ ქვეყანას საშინაო პრობლემებთან მოუწევს გამკლავება.