ლატვიის პრეზიდენტი – მივესალმები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ლიდერების შეხვედრის კონსტრუქციულ შედეგს – ბურთი რუსეთის მოედანზეა

მივესალმები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ლიდერების ვაშინგტონში გამართული შეხვედრის კონსტრუქციულ შედეგს. მშვიდობისკენ მიმავალი გზა დიდ დიპლომატიასა და შრომას მოითხოვს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ახლა რუსეთის მოქმედების დროა.
„იმედი მაქვს, რომ შემდეგი ნაბიჯები უკრაინისთვის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობასთან დაგვაახლოებს. ბურთი, როგორც ყოველთვის, რუსეთის მოედანზეა“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: დასხდნენ, დათვალეს სად უჭირდათ, დათვალეს რომელ უნივერსიტეტში რამდენი პროფესორი იყო მათ წინააღმდეგ განწყობილი, დათვალეს ახალგაზრდებში საკუთარი პოპულარობა, გაზომეს სტუდენტების დამოუკიდებლობის ხარისხი…