ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი უკრაინაში ჩავიდა

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი დღეს ს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლატვიის პირველი პირის უკრაინაში ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა, დეტალებზე კი თავად პრეზიდენტმა მოგვიანებით „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. რინკევიჩსის თქმით, მან ჩერნიგოვის ოლქში რამდენიმე ობიექტი ნახა, რომლის აღდგენა ლატვიის სახსრებით ხდება და ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ს.
როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას მათ ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა განიხილეს.
„ლატვია იყო და ყოველთვის იქნება უკრაინის დამხმარე და მეგობარი თავისუფლებისთვის ბრძოლაში“,- განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინაში ვიზიტით ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტეც ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას