ლატვიაში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა იკრძალება

ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მსუბუქი ავტომობილები ხვალიდან, 16 ივლისიდან, ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, – ინფორმაციას ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ევროკავშირში ბელარუსიდან აკრძალულია ისეთი საქონლის იმპორტი, რომლის რომლის გაყიდვა ხელს შეუწყობს მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას, რომელიც მხარს უჭერს ს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქონლის ჩამონათვალში სამგზავრო ავტომობილებიცაა.
„ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2024 წლის 16 ივლისიდან პირებს ეკრძალებათ ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც განკუთვნილია დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, მათ შორის დელეგაციების, საელჩოებისა და მისიების მოგზაურობის დროს გამოსაყენებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახის სიწმინდეს, ღირებულებებს და ვიზრუნოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს