ლატვიის მთავრობა იკვლევს რუსეთისკენ მიმავალი რკინიგზის მონაკვეთების სრული დემონტაჟის შესაძლებლობას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2026 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი, იტყობინება LSM.
ლატვიის ხელისუფლება აანალიზებს ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რკინიგზის ხაზის დემონტაჟის მიზანშეწონილობას. წლის ბოლომდე, მთავრობა ეროვნულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოამზადებს საბაზისო შეფასებას და კოორდინაციას გაუმართავს ლიეტუვასა და ესტონეთთან.
პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საზღვარზე სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი მარშრუტის დემონტაჟია.




