ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ავტომანქანებს ბელარუსის სანომრე ნიშნებით

ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახური იტყობინება, რომ 16 ივლისიდან მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბელარუსში, ეკრძალებათ ევროკავშირის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა იმ გამშვები პუნქტების გავლით, რომლებიც განთავსებულია ლატვიის საზღვრებზე ბელარუსთან და რუსეთთან.
მიღებული ზომა უკავშირდება ევროკავშირის კანონს, რათა არ მოხდეს უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა.
უკრაინის მიმართ მოსკოვის აგრესიის გამო, წელს ლატვიამ და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანამ თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს რუსეთში რეგისტრირებულ ავტომანქანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას