ლარი უფასურდება – კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8612 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9821 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9782 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0039 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 იანვარს შევა ძალაში.