ლარი ისევ გაუფასურდა – რა ეღირება 18 თებერვლამდე?

ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც შაბათ – კვირას 1 დოლარი ოფიციალური კურსით 2.8362 ლარი ეღირება. კურსი კი, რომელიც დღეისთვის მოქმედებდა 2.8157 ლარი იყო.
ევროს ახალი კურსი 2.9687 ლარია. დღეს კი ის 2.9342 ლარი ღირდა.
ახალ გაცვლით კურსს სებ-ი ორშაბათს საღამოს დაადგენს.