ლარი ელისონი მე-2 ადამიანია, რომლის ჯამურმა კაპიტალმა 300 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

კომპანია Oracle Corporation-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონი, ისტორიაში მე-2 ადამიანია, რომლის ჯამურმა კაპიტალმა, Bloomberg-ის მონაცემებით, 300 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
29 ივლისის შეფასებით, ელისონის ქონება 301 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა, რითაც ის, ილონ მასკის შემდეგ, გახდა მეორე ადამიანი, ვინც 300-მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯა და ამჟამად Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მე-2 ადგილს იკავებს – წინ სწორედ მასკია.
Bloomberg-ის დღევანდელი შეფასებით, ელისონის ჯამური კაპიტალი 305 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მასკის მაჩვენებელზე 51 მლრდ დოლარით ნაკლებია, ხოლო მე-3 ადგილსან მარკ ცუკერბერგისაზე – 34 მლრდ დოლარით მეტი.
1-ლი აგვისტოს მონაცემებით, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ტოპ-10 ასე გამოიყურება:
· ილონ მასკი (Tesla) – 356 მლრდ აშშ დოლარი;
· ლარი ელისონი (Oracle) – 305 მლრდ აშშ დოლარი;
· მარკ ცუკერბერგი (Meta) – 271 მლრდ აშშ დოლარი;
· ჯეფ ბეზოსი (Amazon) – 254 მლრდ აშშ დოლარი;
· სტივ ბალმერი (Microsoft) – 183 მლრდ აშშ დოლარი;
· ლარი პეიჯი (Google) – 173 მლრდ აშშ დოლარი;
· სერგეი ბრინი (Google) – 162 მლრდ აშშ დოლარი;
· იენსენ ჰუანი (Nvidia) – 155 მლრდ აშშ დოლარი;
· ბერნარდ არნო (LVMH) – 153 მლრდ აშშ დოლარი;
· უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway) – 144 მლრდ აშშ დოლარი.
შედარებისთვის, ბოლო 1-წლიან საანგარიშო პერიოდში, ელისონის კაპიტალი 112 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, ეს იმ ფონზე, როცა მასკის ქონება 76.5 მლრდ აშშ დოლარით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ, იმავე Bloomberg-ის შეფასებით, 2024 წლის 12 დეკემბერს, ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 400 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
bpn.ge