ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6993 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.6993 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7013 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1184 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0133 ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ