ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 2.7105 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1407 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1475 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა.