ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 3 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.59 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.87 თეთრით. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7996 ლარია, ერთი ევროსი – 3.0124 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.08 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.8 ლარია, ევროსი – 3.03 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.