ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 27 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.06 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.59 თეთრით. 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8327 ლარია, ერთი ევროსი – 3.0310 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.07 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი – 3.02 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.