ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.3 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.53 თეთრით. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8031 ლარია, ერთი ევროსი – 3.0069 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.12 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, ევროსი – 3.07 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.