ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 4 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.36 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.35 თეთრით. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.786 ლარია, ერთი ევროსი – 3.0089 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარია, ევროსი – 3.01 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.