ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 2 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.79 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.77 თეთრით. 2 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7937 ლარია, ერთი ევროსი – 2.9937 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.8 ლარია, ევროსი – 3.01 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ