ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 19 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.17 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.79 თეთრით. 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6711 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8453 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.86 ლარად.