ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 16 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.65 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.04 თეთრით. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6952 ლარია, ერთი ევროსი – 2.9378 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო – 2.99 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი – 2.94 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.