ლარის 2024 წელი

გასული, 2024 წელი სავალუტო ბაზრისთვის საკმაოდ არა დინამიკური იყო.
წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ძირითადად გამყარებით გამოირჩეოდა, ზაფხულში კი ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, რომელიც შემოდგომაზე დასტაბილურდა, თუმცა წლის ბოლოს ისევ გაუფასურდა.
2024 წლის 3 იანვარს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.6889 ლარი იყო. წლის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რყევა განიცადა, ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა 4 დეკემბერს, როდესაც ერთმა დოლარმა 2.8746ლარი შეადგინა, ყველაზე მეტად გამყარებული კი ის 17 თებერვალს იყო, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 2.6432 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 დეკემბრის ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2.7943 ლარი გახდა.