მომავალი კვირიდან ლარის კურსი დაეცემა, – ასეთ პროგნოზს აკეთებს ანალოტიკოსი ნიკა შენგელია. მისი ვარაუდით, ერთი დოლარის ღირებულება, მინიმუმ, 2.90 ლარს გაუტოლდება.
“აღნინული პროგნოზი არჩევნებამდეც იყო გაკეთებული. ვამბობდით, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია შეიქმნებოდა, ლარის კურსი 2.80- 2,90 შუალდეში გადაინაცვლებდა. სამწუხაროდ, ეს პროგნოზი სრულდება. აღნიშნულს ასევე ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების შეჩერებაც. როგორც მოგეხსენებათ, სამშენებლო სექტორში მშენებლობების ნახევარი მაინც კერძო უცხოელების დაფინანსებით ხორციელდება, ამ ბაზარზე უკვე შეინიშნება ფასების ზრდის შეჩერება და ზოგან 5% -10%-ის ფარგლებში ფასდაკლებები ფართის გაყიდვებზე,” – ეუბნება “კომერსანტს” ეკონომიკური ანალიტიკოსი ნიკა შენგელია.
არჩევნების შემდეგ სახეზე გვქონდა ეროვნული ვალუტის ნელი ცურვა გაუფასურებისკენ. როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტორები ფრთხილობენ და ქვეყანაში თანხების დაბანდებისგან თავს იკავებენ. ამ პერიოდში შენელებულია მშენებლობების ტემპიც.
ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოეთიდან განხორციელებული ტრანზაქციები. კოვიდ პანდემიის შემდეგ პერიოდში კი ფულადი გზავნილების რაოდენობამ თვეში 200 მილიონი შეადგინა. ტრანზაქციების ოდენობა მასშტაბურად 2022 წლიდან გაიზარდა. იმ პერიოდიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. საქართველოში უამრავი ადამიანი რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან შემოვიდა. მათ ქვეყანაში გარკვეული თანხა შემოიტანეს, რამაც ასევე გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. ამ პერიოდში უცხოეთიდან გადმორიცხვების რაოდენობა 400-დან 700 მილიონ დოლარამდე მერყეობდა.
ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად აისახება პოლიტიკური დაძაბულობაც. დღეს კი ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღალია, შესაბამისად, მოლოდინებიც გაუარესებული.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების ესკალაციას პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.