ლარის კურსი ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვით – ბექა ლილუაშვილი

პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, , ამბობს, რომ, ს სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პრესპექტივები. მისივე მტკიცებით, ხელოვნურადაა დაჭერილი ლარის კურსი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით.
“ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით – რაც, მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას 100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დაიხარჯა, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში.
დღეისთვის, ლარის კურსის გაუფასურების გადავადებისთვის – რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც 2 ჯერ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყნის საფინანსო სექტორს.
არჩევნების გაყალბების შედეგად, ქართული ოცნების მცდელობა – გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. შეგახსენებთ, რომ ოცნების უგუნური პოლიტიკის შედეგად – შვედეთის, კანადის, დიდი ბრიიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის, -ს მხრიდან – 300 მლნ. დოლარამდე ფინანსური დახმარების შეჩერება მოყვა. მანამდე კი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის შედეგად, შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და მხარდაჭერა 280 მლნ. დოლარის მოცულობით” – თქვა ლილუაშვილმა.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.