ლარის კურსის კვირის დინამიკა ევროსთან და დოლართან მიმართებით (9-15 თებერვალი)

მიმდინარე კვირაში ქართული ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
კვირის დინამიკა ასეთია:
9 თებერვალს დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა, ევროს ცვლილებამ 0.0169 ლარი შეადგინა. ამ დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6856 ლარი გახდა. ერთი ევრო კი 3.1857 ლარი გახდა.
10 თებერვალს დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0018 ლარი შეადგინა, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა.ამ რეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6838 ლარი გახდა.1 ევროს ღირებულება კი 3.1980 ლარი იყო.
11 თებერვალს დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა, ევროს ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა. ამ დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. ერთი ევრო კი 3.1984 ლარის ეკვივალენტური იყო.
12 თებერვალს დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0011 ლარი შეადგინა, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა. ამ დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6819 ლარი გახდა. ევროს კურსი 3.1853 ლარის მაჩვენებელზე დაფიქსირდა.
13 თებერვალს დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0012 ლარი შეადგინა. ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა. ამ დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. ერთი ევროს ფასი 3.1782 ლარი იყო.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი 1 აშშ დოლარი=2.6807 ლარს და 1 ევრო = 3.1782 ლარს, იმოქმედებს 14-15 თებერვლის უქმეებზეც.
რომ შევაჯამოთ, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0049 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0075 ლარით გამყარდა.
2-8 თებერვლის კვირაში ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო