ლაპორტასგან რაღა უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ… – “ბარსელონას” უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის

რობერტ ლევანდოვსკის ბიოგრაფიის ავტორმა, სებასტიან სტასჟევსკიმ, 2022 წელს მომხდარი საინტერესო ისტორია გაიხსენა.
მისი თქმით, პოლონელ ფორვარდს “ბარსელონას” წარმომადგენლებმა სთხოვეს, რომ რომ გოლები აღარ გაეტანა.
“ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ლევანდოვსკის სთხოვეს, რომ გოლები აღარ გაეტანა. რობერტი შოკირებული და გაკვირვებული იყო. მოგვიანებით მიხვდა, რატომ ჰქონდათ მასთან ასეთი თხოვნა.
საქმე იმაში გახლდათ, რომ თუ რობერტი სეზონის დარჩენილ ნაწილში გოლებს კიდევ გაიტანდა, მაშინ “ბარსელონას” “ბაიერნისთვის” 2.5 მილიონის დამატებით გადახდა მოუწევდა. ლევანდოვსკის დაახლოებით 5 ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვეს, რომ გოლების გატანა აღარ გაეგრძელებინა”, – განაცხადა სტასჟევსკიმ.
შეგახსენებთ, პოლონელ ფორვარდს “ბლაუგრანასთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე აღარ საუბრობენ და დიდი ალბათობით, ვეტერანი ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
“ჩემს თავს გამოვრიცხავ” – კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
“მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ” – ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია
“მესი უკვე 38 წლისაა, აწყმოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ” – “ბარსელონას” პრეზიდენტი
“მილანს” ლევანდოვსკი სურს – აგენტმა ს ვარიანტი გამორიცხა
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
“ბარსელონას” ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
“ბარსელონა” ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს
“ბარსელონამ” ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
“ალბათ, სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დატოვებს” – ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს