ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა 2024“ გაიმართა

ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა 2024“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი, მოეწყო ეთნო და საბავშვო სივრცეები, კულინარიული მასტერკლასები. დაჯილდოვდნენ საპატიო ლანჩხუთელები. საღამო ანუკი ცქვიტინიძის, გელა დონაძისა და ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები”-ს კონცერტით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა