ლანჩხუთისა და ოზურგეთში 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახები, რომლებიც გეოლოგების დასკვნის საფუძველზე განსახლებას ექვემდებარებიან, ფულადი კომპენსაციის სახით 50 000 და 30 000 ლარს მიიღებენ.
დაზარალებულ მოქალაქეებს მხარის რწმუნებული, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად შეხვდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე თანხა 152 ოჯახს გადაეცემა.
“პრემიერის გადაწყვეტილებით, გამოიყო ფონდი და თითოეულ ოჯახს ჩაერიცხება კომპენსაცია. დაწყებულია კომპენსაციების გაცემა. პირველ ეტაპზე 152 ოჯახმა შეძლო საბუთების სრულად მოწესრიგება და დაწყებულია თანხის გაცემა. პროცესები გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული ოჯახს არ მივცემთ კომპენსაციას”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი