ლამარა აბჟანდაძე: 95 წლის მოხუცი მოგესალმებით ივანიშვილის რეჟიმის მიერ ციხეებში გამოკეტილ მოქალაქეებს

“მე, 95 წლის მოხუცი მოგესალმებით ივანიშვილის რეჟიმის მიერ ციხეებში გამოკეტილ მოქალაქეებს. თქვენ – თავისუფალი მოქალაქეები ამ რეჟიმმა დაგსაჯათ თავისუფალი სიტყვისათვის, მშვიდობიან აქციაზე დგომისათვის ე. ი. უსაფუძვლოდ დაგსაჯეს. სწორედ ამიტომ თქვენ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მთელი საღად მოაზროვნეებისათვის გმირები ხართ. მე მომსწრე ვარ 1937 წლის რეპრესიებს. მართალია მაშინ 7 წლის ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ატირებული მეზობლები, ნათესავები, რომლებსაც ოჯახის წევრი ზოგჯერ კი მთელი ოჯახი დააპატიმრეს. ვინც გადარჩა მათ დღესაც არ იციან სადაა დაპატიმრებულების საფლავები. დიახ, ეს 1937 წელი მაგონდება როცა “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ მათ მიერვე უკანონოდ მიღებულ “კანონების” საფუძველზე დასჯილ მოქალაქეებს ვუყურებ”  – წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურიელიძე – ახალი ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა – ასევე, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება: ჟირაფების, ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების

გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს