“ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის” – ჰერჩინსკი

“კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო, ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის” – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას.
პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.
საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია “ძალა ერთობაშია”. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისათვის გაერთიანებისთვის დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოსთვის თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო, ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის. წინ საქართველო, წინ”, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკმა.
მისი სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ თავისუფლების მოედანზე ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?