ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა . ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

“ბატონი დღეს იუბილარია! ჩვენ მას ეთერიდან მივულოცეთ დაბადების დღე. დიახ, არ დავიღლები მადლობის გადახდით!
ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!” – წერს ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში
მანამდე, მან საკუთარ გადაცემაში თქვა: “მე არ შემიძლია ეს გადაცემა ისე დავასრულო, რომ არ მივულოცო ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე… 70 წლის გახდება ეს ადამიანი. ჩათვალონ, რომ დიახ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ამაზე საუბრობს. შენ ხარ ის ადამიანი [მიმართავს პროპაგანდისტ დავით ქართველიშვილს] რომელიც ამაზე საუბრობს. იმიტომ, რომ დღეს აქ არ ვისხდებოდით, საქართველო ასეთი არ იქნებოდა და იმაზე კი არ ვისაუბრებდით, რომ პერსპექტივაში რა აქვს საქართველოს და როგორი გაბრწყინება აქვს და როგორ დავლაგდებით პირველ რიგში ამერიკასთან და მერე მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან, საერთოდ ჩვენი ალიკვალიც არ იქნებოდა. ამიტომ, გულითადად ვულოცავ…”

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში