ლალი მოროშკინა: დროა გასუფთავდეს ქუჩა!… ვინც დასაჭერია(თავები) დაიჭირე!!!!!

“სამთავრობო ყურმილი მიჭირავს და დაბალი ხმით ვუყვები ამბავს:
-მოიცა, ყავა მოვიდუღო…ხოდა, აი რას ვფიქრობ…
მძიმეა სახის დაკარგვა, უფრო მძიმე კი უსახო სუბსტანციის ტარებაა …
ქუჩაში “მოხეტიალე ფორვარდები” ძალიან ტკივილიანი სურათია.
ხომ მეთანხმები?
კრებსითი სახელი მთელი ჩვენი 35 წლიანი უსახო ბოდიალის და უთავმოყვარეო კაკუნის ხან “ნატოს”,
ხან “ევროკავშირის” კარზე.
მძიმეა მათი მდგომარეობა…
ქანცგაწყვეტამდე ხავილი,
ქუჩაში მოსაქმება,
ადამიანებზე ცოფიანი ძაღლებივით თავდასხმა,
დუჟმორეული ყეფა,
დაქაჩული თვალებით ტყუილის ტირაჟირება და კვაზი რეალობის შექმნა.
სად არის ამ დროს მათი სულები?
სადღაც ბნელ კუთხეში შეყუჟულან და სატანისეულ ვნებებს ვერ ერევიან.
საშველიც არაა…
ჩვენ გავწირეთ ისინი.
არა?
თუ არგინდა ნუ დამეთანხმები.
ბევრად უფრო ჰუმანური იქნებოდა მათი დროებით იზოლატორში გადაყვანა, შემდეგ კი მკურნალობა და პირველ რიგში სულის!
არგუმენტი:
– ცოტანი არიან და დაიშლებიან – მათი ფიზიკური განადგურების წინაპირობაა!
არ ვყვირი არა,მომისმინე
გ ე ლ ა პ ა რ ა კ ე ბ ი….
არ შეიძლება ადამიანი სულ უარყოფითზე იყოს ორიენტირებული და დიდხანს “გაქაჩოს”.
ჩვენი ენერგო ველი დიდხანს ვერ იტანს დაბალ ვიბრაციებს და თვითგანადგურებაზე გადაყავს ორგანიზმი!
ამდენ სიკვდილიანობას ვერ ავუვალთ.
რეალურად ცოტანი ვართ.
ამორფულ მასას მეტასტაზის ეფექტი აქვს და ის წამლავს გარემოს.
ყველას არა აქვს ერთნაირი ფსიქიკა.
ვუახლოვდებით იმ საშიშ ზღვარს, როდესაც რუსთაველზე მცხოვრებ და უბრალოდ საავადმყოფოში მიმავალ ადამიანს,მშობიარე ქალის მეუღლეს თუ ფეხმოტეხილი ბავშვის მშობელს ყელში ამოუვა ეს გაუთავებელი “ბერიკაობა” .
სხვასაც დაღუპავს და საკუთარ თავსაც!
დროა გასუფთავდეს ქუჩა!
– არა, ჭკუას არ გასწავლი, სულის ტკივილია.
გთხოვ დაუბრუნე ქვეყანას ჩვეული რითმი, იმისათვის, რომ ტურისტული ინდუსტრია ისევ ამუშავდეს, სწავლა დაიწყოს და ღიმილი დავიბრუნოთ, თორემ ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია.
ვინც დასაჭერია(თავები)
დაიჭირე!!!!!
იმაზე მეტს, რასაც გემუქრება დასავლეთი, ვეღარაფერს იზამს,სამაგიეროდ ხალხის ნდობას გაიასმაგებ და სამჯერ
მილიონასოციათასი გავხდებით!
ალო, ხომ არ გაითიშა?” – წერს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.