ლალი მოროშკინა: ახლა რომ აბრალებთ მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს, სავსე მთვარეობას, ილონ მასკს, ყველას და ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, განა რა ხდება ისეთი, რაც ჩვენს ბავშვობაში არ მომხდარა?

“ეს ჩემი სუფსის სახლია ამ წუთებში. ორმეტრიანი ჭიშკარი თითქმის აღარ ჩანს.
აი ამას ვგულისხმობდი, როცა გეუბნებოდით სოფლებს დაუბრუნდით!!!!
ახლა რომ აბრალებთ მთავრობას,
ბიძინა ივანიშვილს,
სავსე მთვარეობას,
ილონ მასკს,
მელანია ტრამპის თვალებზე ჩამოფხატულ ქუდს,
მოკლედ ყველას და ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, განა რა ხდება ისეთი, რაც ჩვენს ბავშვობაში არ მომხდარა?
ამ წუთას ველაპარაკე არაჩვეულებრივ ადამიანს, სუფსის გამგებელს, ფუტკარივით მშრომელ Dato Gumbaridze -ს.
24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთო.
-დათო, რატომ არ გამოდის სოფლის მოსახლეობა თავად გასაწმენდად-
გულუბრყვილოდ ვიკითხე მე.
– დაცლილია სოფლები…
ამოიოხრა დათომ. ამ დიდმა ტკივილმა ყური მოჭრა…
აი ამაშია საქმე!!!!!
ვინც შემორჩა სოფელს კი ეხმარებიან ერთმანეთს.
ასე, მაგალითად ჩემი “ხმელი გურული” ოქროს ადამიანი, Gocha Kupradze, ხუთი შვილის მამა, კი აკეთებს 100. რეისს(ფეხით) პურის მაღაზიიდან, თოვლში ჩარჩენილი ბინადრების დასაპურებლად.,
მაგრამ….
აი ეს “მაგრამ” არის რომ გვკლავს!
ერთობა , ხალისი და სიყვარული გვაკლია,
თორემ აინთებოდა კოცონი ყველა სახლის წინ, თან გადმოთოვლავდნენ სახურავებს და თან იმხიარულებდნენ, უზადო გურული იუმორით ააჟრიამულებდნენ არემარეს, იქვე ლოყებაღაჟღაჟებული ბავშვები იციგურავებდნენ, საღამოს კი ლამაზი , გურული დედა-ბოძი ღვეზელებით და ნაზუქებით დააპურებდა გათოშილ და თოვლით გაგულიანებულ ქმარ-შვილს.
ეეჰ…
სადღაა ჟრიამული, ხალხი და გურული ღვეზელი…
დიდმა მეგაპოლისმა შთანთქა სოფელი,
არადა რამხელა ბედნიერებაა “იქ” და რა ნაცრისფერია ყოფა “პლასტმასის აქ” .
მოკლედ მსოფლიო სტიქიას ებრძვის,
ჩვენ ერთმანეთს. სანამ არ დავუბრუნდებით
მშობლიურ კერებს, არ აღდგება ბალანსი!
მეტი როგორ დაგელაპარაკოთ უზენაესი?
ეს კვირა მიტევების კვირაა, იქნებ დაგამძიმათ ცოდვებმა და ამხელა ნეგატივს უშვებთ ცაში?
მაინც დაფიქრდით, ჩვენივე ხომ არ გვიბრუნდება?
მიყვარხართ და ერთობით თოვლსაც დავადნობთ და გაყინულ გულებსაც გავალღობთ, ” – წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს, გვაქვს მსხვერპლი – სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!