ლათინურ ამერიკაში ვითარება იძაბება – ბრაზილიამ ჩრდილოეთ საზღვარზე თავდაცვითი მოქმედებები გაააქტიურა

ლათინურ ამერიკაში სამხედრო ესკალაციის საფრთხე იზრდება. საერთაშორისო მედია, ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ქვეყანამ, ჩრდილოეთ საზღვარზე, “თავდაცვითი მოქმედებები გააძლიერა”. მიზეზი ბრაზილიის მეზობელ ქვეყნებს – გაიანასა და ვენესუელას შორის ურთიერთობის დაძაბვაა.
“თავდაცვის სამინისტრო სიტუაციას აკვირდება. გაძლიერდა თავდაცვითი მოქმედებები ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრისპირა რეგიონში”, – აღნიშნულია ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ვენესუელასა და გაიანას საზღვარზე შეტაკებების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში ვრცელდება, თუმცა, კადრების ნამდვილობა ჯერ დადასტურებული არაა.
ვენესუელასა და გაიანას შორის ურთიერთობის დაძაბვა ნავთობით მდიდარ რეგიონს – ესეკიბოს უკავშირდება, რომლის ფართობიც გაიანას ტერიტორიის 2/3-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ