ლაზარე გრიგორიადის არ არის მთავარი თემა, როდესაც პატიმრებზე ვსაუბრობთ – ალქსანდრე რაქვიაშვილი

“გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პატიმრებზე საუბრისას, არ არის მთავარი თემა, რადგან ქვეყანაში 10 000 პატიმარია.
რაქვიაშვილის განმარტებით, პრეზიდენტი ცალკეული პირების შეწყალებაზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული და თუ თვლის, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არასამართლიანია, მაშინ იმ 10 000 პატიმარზეც უნდა იფიქროს, რომლებიც ციხეში არიან.
“ლაზარე გრიგორიადის არ არის მთავარი თემა, როდესაც პატიმრებზე ვსაუბრობთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ცალკეული, ერთეული შემთხვევების შეწყალებაზეა ფოკუსირებული, როდესაც 10 000 პატიმარი გვყავს და თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო არასამართლიანია, რაღა ლაზარეზე ხდება კონცენტრირება. მაშინ მიხედოს დანარჩენ 10 000 პატიმარს, დარწმუნებული ვარ, იქ ათასობით პატიმარი მოიძებნება, რომლის შეწყალება შეიძლება ან ვიცი სასჯელის შემსუბუქება შეიძლება. ეს უნდა იყოს პრეზიდენტის პოზიცია ვიდრე ის, რომ მთელი საზოგადოების ყურადღება, ერთ ან ორ ადამიანზე იყოს კონცენტრირებული”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში