ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე თბილისს საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მხოლოდ ერთი მოწმე – შსს-ს ის თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც 7-8 მარტის აქციების კადრები გაშიფრა და დააარქივა. სწორედ ამ კადრების მიხედვით წაუყენეს ბრალი ლაზარე გრიგრიადისს .
დაცვის მხარემ დღეს ბრალდების 12 მოწმის ჩახსნა მოითხოვა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა ჭიანურდება. მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
“ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ რომ გაამართლებენ ლაზარეს, ამის არ მჯერა” – ამბობს გრიგორიადისის დედა. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულებები, რომელიც მისი შვილის ბრალეულობას ამტკიცებს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 2024 წლის 15 იანვარს, უკვე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება და როგორც ადვოკატი ამბობს, ერთ სხდომაზე დასრულდება. უფლებადამცველის ვარაუდით, 2 სასამართლო სხდომის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. განაჩენი სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის იქნება ცნობილი. ჩვენების მიცემას გეგმავს თავად ლაზარე გრიგორიადისიც.
გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში გრიგორიადისის ადვოკატი და ოჯახის წევრები პრეზიდენტს ახალგაზრდის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.