ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა – თუ საქართველოში ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი არ დადგა, ალბათ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ

საქართველოში თუ არ დადგა ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი, მერე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, – ამის შესახებ ს ბაბუამ გია კალანდაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს არ შეიწყალებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„ყველანაირ გზას მივმართავთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დღეს აქ ვართ, პრეზიდენტის სასახლეში, შევიტანთ განცხადებას, რომ ლაზარე შეიწყალოს. არანაირი საფუძველი და არანაირი გამამტყუნებელი საბუთი არ ჰქონდა დღეს სასამართლოს და რაც ეს პროცესი მიმდინარეობს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ლაზარეს შეიწყალებს. ყველანაირ გზას მივყვებით, გავასაჩივრებთ, თუ სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა ლაზარე.
საქართველოში თუ არ დადგა ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი, მერე, ალბათ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ“, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ