ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა – სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ – შოკში ვარ

სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ. შოკში ვარ, – ამის შესახებ ს ბაბუამ, გია კალანდაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ლაზარეს ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
„სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ. შოკში ვარ! რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ. პირველ რიგში, პრეზიდენტს მივმართავთ განცხადებით. იმედი მაქვს, რომ ლაზარეს შეიწყალებს“,- განაცხადა ლაზარე გროგორიადისის ბაბუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს