“ევროპული ქვეყნები ცდილობენ დაარწმუნონ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შეცვალოს თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, ხოლო ევროპელები სერიოზულად ემზადებიან რუსეთთან ომისთვის” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
“ჩვენმა დასავლელმა და უპირველეს ყოვლისა ევროპელმა მეზობლებმა ყველაფერი გააკეთეს შეთანხმებების ძირის გამოსათხრელად. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევა გადააფიქრებინონ. თუ წაიკითხავთ ევროპელი პოლიტიკოსების, ლიდერების და თუნდაც კაია კალასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს, ისინი სერიოზულად ემზადებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის. ამას არც მალავენ” – თქვა ლავროვმა 2025 წელს რუსეთის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.




