ლავროვი: მზად ვართ, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ

ს საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ ამბობს, რომ რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.
ეს განცხადება მან რუსულ სამთავრობო მედია Ria Novosty-სთან ინტერვიუში გააკეთა.
“ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ამას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ”, – თქვა მან.
ს საგარეო მინისტრს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ჰკითხეს. ის ამტკიცებს, რომ და ევროკავშირი “ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის”.
“სინამდვილეში, საუბარი მიდის არჩევნებზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის”, – ირწმუნება ლავროვი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ “რუსეთი საქართველოსთან კონტაქტებს ინარჩუნებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: როცა ასეთ ადამიანს თავს ესხმის სისტემა, ეს ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის საფრთხეს, რადგან კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გაჩვენებს, რომ ნული ფასი აქვს წესიერებას და სიმართლეს

ნანა დიხამინჯია – განათლებაში პირდაპირ კონტროლის სისტემას ქმნიან – მომხრე განათლების ექსპერტებიც არ ჩაურთავთ პროცესში, არათუ მეორე მხარე, რადგან თუ ვინმე რეპუტაციას უფრთხილდება, ამას ვერ შეაქებს