ლავროვი: აქციებმა ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი რბილია

ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თბილისში გამართულმა აქციებმა საქართველოს პრეზიდენტი “სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია”, მიუხედავად იმისა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი საკმაოდ “რბილია”.
“აქციებმა, რომლებიც ახლა საქართველოში იმართება სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, მიუხედავად იმისა, კანონი ძალიან რბილია. თავად -ში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში არის კანონები, რომელთა დარღვევაც ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება – თუ ფულს იღებთ, ამის შესახებ არ განაცხადებთ და ამ ფულით რაიმე არასწორს ჩაიდენთ”, – თქვა მან.