ლავროვი “აგენტების კანონზე” ამბობს, რომ “ურბილესია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამი რადიო კომპანიისთვის „Спутник”, “Говорит Москва” და “Комсомольская правда“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ინიცირებული „აგენტების კანონი“ „ურბილესია”
“საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ურბილესია. ხოლო თავად -ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ შენ ფულს იღებ და მათზე არ ჰყვები და ამ ფულით რაღაც ისეთს აკეთებ”, – განაცხადა ს დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
ლავროვმა იგივე თქვა, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ კანონპროექტი, მხოლოდ თანხების დეკლარირებას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს.
სერგეი ლავროვს ადრეც გაუკრიტიკებია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი პოზიციების გამო, ლავროვს ყოფილ კოლეგაზე ნათქვამი აქვს, რომ „მადლობა ღმერთს, ის [ზურაბიშვილი] არ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზებს“.
რაც შეეხება “აგნეტების კანონს” მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, ს და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ს კვალდაკვალ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „აგენტების კანონს“ მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
დუმის სპიკერის სიტყვებით, „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის გარშემო ატეხილი ისტერიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ „ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის შესახებ და ამისთვის ფული უკვე გამოყოფილია, ხოლო კანონის მიღებას შეუძლია, ეს გეგმა ჩაშალოს“.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი” პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან, მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
„ქართული ოცნება” თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის” მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.