“ლავრენტი ბერიას და სანდრო და შანშიაშვილის კაენურ ტანდემს შეეწირა პაოლო, ტიციანი, ჯავახიშვილი და ქართული კულტურის მთელი არისტოკრატია”

გაიოზ მეხრიშვილი ს, სანდრო შანშიაშვილის, “ცისფერყანწელებისა” და ლავრენტი ბერიას შესახებ:
“სანდრო შანშიაშვილი დასანახად ვერ იტანდა მიხეილ ჯავახიშვილს. დიდი ამბავი, ვერ იტან და თავში ქვაც გიხლია, მაგრამ.
ერთხელაც, ბოდბეში დაუპატიჟია შანშიაშვილს “ცისფერყანწელები”, რომლებსაც ჩანგალზე გაუყოლებიათ მიხეილ ჯავახიშვილიც. დიდ, ფართე აივანზე ნადიმობენ ქალაქელი სტუმრები, საუბრის თემა თემას ცვლის და ყველასთვის მოულოდნელად ხედავენ ნაგანს, რომელსაც შანშიაშვილი თავში უმიზნებს ჯავახიშვილს. გოგლამ მოასწრო და ხელი აუკრა მასპინძელს, ტყვიამ ჯავახიშვილის თავის მაგიერ კედელი გა'ხვრიტა. იმ ჯერზე ჯავახიშვილის კოხტა თავი ბეწვზე გადაგვირჩა, მაგრამ იმ ჯერზე. სწორედ, ეს მძიმე ეპიზოდი იქცა ჩემი ვარაუდის ფსიქო-ინსპირატორად, თუ რატომ სძულდა სანდრო შანშიაშვილს მიხეილ ჯავახიშვილი.
ყველამ ზეპირად ვიცით არსენას განუმეორებელი ლექსი “შაირ-სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა: ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ოძელაშვილო არსენა…” საქმე ისაა, რომ ეს პოემა შანშიაშვილს არ ეკუთვნის, მაგრამ შანშიაშვილმა ხალხში ფრაგმენტულად გაბნეული ლექსის ნაწილები შეაგროვა, რედაქტირება გაუკეთა და გამოსცა. პოემაში მოთხრობილი არსენას ცხოვრების ეპიზოდები ისეა დალაგებული, რომ თვალშისაცემია მითოლოგიური პარალელები ასეთივე მითიურ ამირანთან და გილგამეშთან. დაინტერესებულ მკითხველს დოჩანაშვილივით ვულოცავ პირველად წაკითხვის სიამოვნებას, რადგან როსტომ ჩხეიძის შესანიშნავი წიგნი “ამირანის მითი” რაფინირებული აზროვნების შედევრია.
მივუბრუნდეთ თხრობას, მოკლედ, დაფნის გვირგვინი “არსენას” ავტორობისთვის შანშიაშვილს არ ერგება, მაგრამ ერგება, როგორც მითოლოგოსს. “არსენას” გამოცემამ შანშიაშვილს დამსახურებულად მოუხვეჭა ხალხის სიყვარული, მაგრამ გამაყრუებელი აპლოდისმენტების სეტყვა-ქუხილში სამწერლობო პოდიუმზე გამოჩნდა ერთი ფერმკრთალი, ჩია, სათვალიანი მიშა ადამაშვილი, ფსევდონიმი ჯავახიშვილითა და იღლიაში “არსენა მარაბდელით”.
ხალხს აპლოდისმენტები არ შეუწყვიტავს, უბრალოდ, აპლოდისმენტების ვექტორმა შანშიაშვილიდან ჯავახიშვილზე გადაინაცვლა, რაც მიზეზი უნდა იყოს შანშიაშვილის გულში გაჩენილი სიძულვილისა, მიხეილ ჯავახიშვილი კაენური სიძულვილის მსხვერპლია.
ლავრენტი ბერია, ესაა შინაგანად ასეთივე კაენური მოწყობის პიროვნება. სტალინის საამებლად გაწირა სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც მანამდე მამად იხსენიებდა, გაწირა თვით სტალინიც, მაგრამ ეს ხდება ამ ინციდენტის შემდეგ, მანამდე კი ენერგიული ლავრენტი “ცისფერყანწელთა ორდენის” საძმოში დამკვიდრებას ბეჯითად ცდილობს, უკვე, საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი ხშირად თანამეინახეობს ქართველი არდისტების ცნობილ ღრეობებზე.
“ცისფერყანწელებს” მხოლოდ ლექსები არ ჰქონდათ ავანგარდული, მომაჯადოებლად ავანგარდული იყო თვითოეული მათგანის შარმი, მანერულობა, ქალებთან რომანები და იტალიური ჟღერადობის ფსევდონიმებიც კი, მაგალითად: პავლე იაშვილი გახდა პაოლო, გალაქტიონი გალაკტიონი, ნიკოლოზ სირბილაძემ დაირქვა ნიკოლო მიწიშვილი, ტერენტი კვირკველია გახდა ტერენტი გრანელი… არც ბერია დატოვეს უყურადღებოდ, მასაც მოუძებნეს იტალიური ფსევდონიმი, პირში კი ვერ უბედავდნენ, მაგრამ სუფრიდან წავიდოდა თუარა, იფეთქებდა თავშეუკავებელი ხარხარი, რასაც იწვევდა ბერიას უწიგნურობა, უნუგეშო სიბრიყვე და ახალი იტალიური ფსევდონიმი, ლავრენტი პავლოვიჩი “ლორენცო პავლუჩად” გადანათლეს და ეს გულიანად აცინებდათ.
არსებობს ბიბლიური კაენის კომპლექსი, რომლის ჯოჯოხეთური კონსტიტუცია ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ გასაგებია “ცისფერყანწელთა” ტრაგედიის მიზეზი, რომელმაც გადაწყვიტა ქართული კულტურის მომავალი, შეაჩერა მეინსტრიმული კულტურის მაჯისცემა, რასაც უნდა ესაზრდოებინა მომავალი თაობების სულიერი სამყარო.
კაენის სინდრომით შეპყრობილი სანდრო შანშიაშვილი მიდის ბერიასთან და უყვება “ცისფერყანწელების” დამოკიდებულებას კომპარტიის შეფთან. (შანშიაშვილის დასმენა ბერიასთან ცნობილია ირაკლი აბაშიძისგან, ოჯახში მოყვა, ხოლო აბაშიძეს ვინ მოუყვა, არ ვიცი.)
ყველა დაიბარეს “ცეკა”-ში. რიგ-რიგობით შედიან კაბინეტში:
– რატომ შემაგინე პაოლო წუხელ, რომ დაგტოვეთ?
– არ შემიგინებია ლავრენტი პავლოვიჩ.
– კარგი, გადი!
– გოგლა, რად მაგინებდი წუხელ?
– ეგ რამ გაფიქრებინა, პავლოვიჩ!
– თავისუფალი ხარ!
– რატომ შემაგინე წუხელ ტიციან?!
– ლავრენტი, შენთვის არასოდეს შემიგინებია, მაგრამ ახლა გაგინებ, მე შენი დედა მოვ..ან, შე არაკაცო!!!
ლავრენტი ბერიას და სანდრო და შანშიაშვილის კაენურ ტანდემს შეეწირა პაოლო, ტიციანი, ჯავახიშვილი და ქართული კულტურის მთელი არისტოკრატია.
1937 წლის 22 ივლისს ბერიასგან შევიწროებულმა პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის წინ თოფით თავი მო'იკლა. მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა”, იმავე წლის 30 სექტემბერს თვითონ ჯავახიშვილი და'ხვრიტეს. ხოლო, ტიციანი ერთი ვერსიით 37-შივე და'ხვრიტეს, მეორე ვერსიით გადაასახლეს და ს ტრამალებში ზამთრის ქარბუქში მატარებელიდან გასაყინად ჩააგდეს.
სანდრო შანშიაშვილი გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი, გარდაიცვალა 1964 წელს და დიდი პატივით მიაბარეს დიდუბის პანთეონის სავანეს.
ბერიას ამბავი დაახლოებით ვიცით – მამობილ ორჯონიკიძესაც უღალატა, მამობილ სტალინსაც და ბოლოს ისიც ღალატით მო'კლეს”.
📷 მარცხნიდან: გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი და სანდრო შანშიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა

პრემიერი – ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არც თუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის