სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U15) საქართველოს ნაკრებიდან 81 კგ. წონით კატეგორიაში ლადო ძიმცეიშვილმა იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 114 კგ. დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა, რაც მხოლოდ 1 კილოგრამით ჩამორჩება საპრიზო ადგილის წონას.
ძიმცეიშვილმა აკვრაში დაძლეული 135 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცეჩემპიონი გახდა. კიდევ ერთი ვერცხლის მედლით დაიმშვენა მკერდი ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამითაც.