“მეგობრებო, ყველამ იცით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა გურია-აჭარა ამ ბოლო დღეებში. რთული მდგომარეობაა ჩემს პატარა მუნიციპალიტეტშიც. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და როგორმე გადავლახოთ ეს განსაცდელი. მჭირდება მოხალისეები, რომლებიც სტიქიის დროს საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს (და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრია) ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს ლანჩხუთსა და მის ახლომდებარე სოფლებში. ასევე მჭირდება ინფორმაციის მოწოდება ასეთი მოხუცებისა და ოჯახების შესახებ. ველი თქვენს გამოხმაურებას” – წერს მასწავლებელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში.
