ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, ქვეითი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი საავადმყოფოში მოათავსეს,თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!