ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაბუკიანში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაბუკიანში, 100 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა.
“ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ახალი ბაღის გახსნის შემდეგ, პატარები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან”, – აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი, რომლის ღირებულებამაც 4,4 მილიონი ლარი შეადგინა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონული, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად