„კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო და მისი ფინალიც იქნება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, მ, დღევანდელ ვიდეომიმართვაში კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ოპერაციის შესახებ ისაუბრა.
ზელენკიმ განაცხადა, რომ [წყალქვეშა] ნავი „კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო და როგორც გამოჩნდა, ფინალიც იქნება.
„ვხედავთ, სინამდვილეში როგორ მოძრაობს პუტინის დროს: 24 წლის წინ იყო “კურსკის” კატასტროფა – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა ჩანს, რა იქნება მისთვის ფინალი. ასევე კურსკი, მისი ომის კატასტროფა. ასე ემართებათ მათ, ვისაც ეზიზღება ადამიანები და ნებისმიერი წესები. რუსეთმა ომი სხვებს მიუტანა და ახლა ეს სახლში ბრუნდება. ს ყოველთვის მშვიდობა სურდა და მშვიდობას აუცილებლად ვუზრუნველყოფთ“, – ციტირებს მას „მედუზა“.
წყალქვეშა ნავი „კურსკი“, რომლის კატასტროფაზეც საუბრობს ზელენსკი, 2000 წელს, პუტინის პრეზიდენტობის პირველ თვეებში ჩაიძირა. მაშინ მოსკოვმა უარი თქვა საერთაშორისო დახმარებაზე, ხოლო თავად ეკიპაჟის, – 118 ადამიანის, – გადარჩენა ვერ მოახერხა. ტელევიზიაში პუტინის კრიტიკას რუსეთში ცენზურის გაძლიერებაც მოჰყვა, ხოლო როცა ჟურნალისტმა ლარი კინგმა ჰკითხა პუტინს, რა დაემართა წყალქვეშა ნავს, რუსეთის პრეზიდენტმა ღიმილიანი სახით უპასუხა: „ჩაიძირა“ [Она утонула].
რაც შეეხება კურსკში დღეს მიმდინარე მოვლენებს, უკრაინასთან მოსაზღვრე ოლქში უკვე თითქმის ერთი კვირაა, ბრძოლები მიდის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.
შედარებისთვის, ეს თბილისის ფართობზე [726 კვ. კმ] მეტია.